|
2021-12-01 14:54:29, 6186 ნახვა
კულტურა
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი 5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვება 11 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“. დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ ფესტივალის პრიზი- ოქროს პრომეთე. საერთაშორისო ჟიურის წევრები - იაელ ფოჟიე ( ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და მეცნიერი) არიან. ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს და გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:
წელს კინოფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ ფილმებზე კეთდება. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს, 60 - მდე საუკეთესო ნამუშევარს შემდეგ სექციებში:
ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება. დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან. კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული, სახელგანთქმული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს, სექციაში „ევროპულ ფორუმი“ ასევე ნაჩვენები იქნება ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე. ჩვენებები გაიმართება კინოთატრ ამირანში და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. არქივში ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები. თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტრო, ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო. თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორები არიან - „თიბისი“ კონცეპტი, სასტუმრო ROOMS, VISMINO და BORJOMI.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)