|
2021-11-29 17:22:40, 736 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ადვოკატი - დღეს იყო ისტორიული პროცესი, ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატი
დღეს იყო ისტორიული პროცესი, ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, სასამართლომ კვლავ არ მისცა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება და განაცხადა, რომ ხელისუფლების ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. „დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება, მისი ამ ფორმით წარმოდგენა საქართველოში დაბრუნებულის, არის ქართული ისტორიის სირცხვილი. დღესაც, მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა და მან კვლავ ისე უნდა გააგრძლოს გორის ჰოსპიტალში ყოფნა, რომ სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება არ მიეცეს. ამ საკითხისს სამართლებრივი ასპექტი მეათეხარისხოვანია, იმიტომ რომ, რეალურად ხელისუფლების ამოცანააა მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ ქართული მართლმსაჯულება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ამბობს, თუკი საკითხი წინასწარ არის მწვანე ანთებული ბრეგაძის მხრიდან“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)