16:59 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 22:37:41, 698 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ შეუშვებენ მასთან დეპუტატებს

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს, რაც კატასტროფა იქნება.

„გეტყვით, რომ სრული იზოლაციაც ძალინ ცუდია მის ჯანმრთელობისთვის. რაღაც ბალანსი უნდა იყოს. მას ახლა ნახულობენ ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა, ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ის პრაქტიკულად ვერავის ხედავს. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს, რადგან ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი ექიმია და ოჯახის წევრი ოჯახის წევრია. რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს, ნახოს ეს ხალხი, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან“, – განაცხადა ყიფშიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა, რეფიდინგიპოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდის.

ნეიროფსიქოლოგების კონსულტაცია არის აუცილებელია, მაგრამ ცენტრი „ემპათიას“ წარმომადგენლები ვერაფრით ვერ მოხვდნენ ჰოსპიტალში, იმედია, ხვალ მაინც შეძლებენ“, – განაცხადა ყიფშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics