14:06 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 13:39:23, 763 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ე.წ ექიმებისა და ე.წ კლინიკების ასოციაცია „ნაცმოძრაობის“ „ფეიკია“ - ორი ექიმის აზრი რაში გვაინტერესებს?

ასოციაცია არის ხოლმე 100-კაციანი, 1 000-კაციანი, 10 000-კაციანი და ორ კაციანი ასოციაცია არ არსებობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდოარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების ასოციაციის პოზიციასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ე.წ ექიმებისა და ე.წ კლინიკების ასოციაცია არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფუძნებული „ფეიკი“.

„ასოციაცია არის ხოლმე 100-კაციანი, 1 000-კაციანი, 10 000-კაციანი და ორ კაციანი ასოციაცია არ არის ასოციაცია. ორი ექიმის აზრი რაში გვაინტერესებს? არის ორი ე.წ ასოციაცია, ეს არის ე.წ ექიმებისა და ე.წ კლინიკების ასოციაცია, ორივე არის ორკაციანი და ორივე არის „ნაცმოძრაობის“ მიერ დაფუძნებული „ფეიკი“. როდესა ორი „ფეიკი“ აფასებს სხვა „ფეიკს“, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics