12:55 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 18:07:33, 695 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – კადრების გავრცელება, რომელიც სააკაშვილის ღირსების შემლახველია, კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ვიდეოკადრების გასაჯაროება მისთვის მიუღებელია. 

ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღბელია არა მხოლოდ მისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

„დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ცდების მიუხედავად, რამე თუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშრებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ, გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღბელია არა მხოლოდ ჩმთვის, არამედ დარწმუნებული ვარ საზოგადოებისთვისაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics