|
2021-11-08 12:27:51, 1232 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსთან, ნატო ნაკაშიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია რეგიონის ყველა ამბულატორიასა და თემის სამედიცინო პუნქტში, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ტარდება. ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს სერვისით სახლთან ახლოს, სოფლიდან გაუსვლელად, უახლოეს სამედიცინო პუნქტში ისარგებლოს. ამ დროისათვის, სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, გასული ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრირებულია 1 789 ვაქცინა. ჯამში, აჭარაში სულ - ჩატარებულია 219 389 დოზა ვაქცინა. მათ შორის: I დოზით აცრილია- მოსახლეობის 32.5 %, 18 წელს ზემოთ 42.7 %; II დოზით - მოსახლ 29.2 %, 18 წელს ზემოთ 38.4 %; ხოლო სამიზნე ჯგუფის - 63.9 %.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)