|
2021-11-02 12:10:02, 438 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისელი მეღვინეების კიდევ ერთი წარმატება - ღვინის საერთაშორისო კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა
ქალაქ თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ სივრცეში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia გაიმართა. კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა ბოლნისელმა მეღვინეებმაც მიიღეს. WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო კონკურსიც მოწყო. ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ჟიურის წევრებმა, ღვინის ექსპერტმა ფელისიტი კარტემა, ენოლოგმა ჯუდი აურორამ, ღვინის ექსპერტმა მიხეილ მესხმა, ენოლოგებმა ანა გოდაბრელიძემ და ლევან მეხუზლამ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინეს. კონკურსში 26 ბოლნისური მარანი, 36 სახეობის ღვინით მონაწილეობდა. ბოლნისური ღვინოებიდან 21-მა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაში მონაწილეობა რეკორდულმა რაოდენობამ, 160-მა ღვინის მწარმოებელმა ოჯახურმა მარანმა, საშუალო და მსხვილმა საწარმომ მიიღო. „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსსა და გამოფენაში ბოლნისელი მეღვინეები რამდენიმე წელია უკვე სისტემატიურად მონაწილეობენ. მინდა თითოეულ მეღვინეს მივულოცო კონკურსში გამარჯვება. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ბოლნისი, ქვემო ქართლში, ღვინის ტურიზმის ცენტრად აქციოს. სწორედ ამიტომ, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი აქტივობები ჩვენს მეღვინეებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროდუქცია არამარტო დარგის ექსპერტებს წარუდგინონ და მათგან რჩევები მიიღონ, არამედ ღვინის რეალიზაციით დაინტერესებულ პირებსაც შეხვდნენ. ეს კი, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციას ხელს უდავოდ შეუწყობს. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერისთვის მსურს, კომპანია „არემჯის“ დიდი მადლობა გადავუხადო, მათი თანადგომა ჩვენი მარნების გაძლიერების პროცესში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)