04:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 10:16:19, 425 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას

„ოცნების ქალაქში" ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

„საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვყავს. ოჯახები დროებით გადაყვანილი იქნებიან შესაბამის უსაფრთხო ადგილას. ოცნების ქალაქი შენდება სწორედ იმიტომ, რომ რისკები და საფრთხისშემცველი გარემო ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას და ყველა აქ მაცხოვრებელ ოჯახს ჰქონდეს როგორც უსაფრთხო, ასევე ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ის პროექტი, რომელსაც ვაშენებთ, არც ერთი წამით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. პირველი ფაზა წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაწყებულია მუშაობა მეორე ფაზაზე და  ყველა აქ მცხოვრები ოჯახი, რომელსაც ესაჭიროება, იქნება დაკმაყოფილებული ბოლომდე, ბოლო ოჯახამდე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics