|
2021-10-13 12:14:39, 487 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ სანერგე მეურნეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დადგენილება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“. დადგენილება განსაზღვრავს სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ხეხილის წარმოებისთვის განკუთვნილი მცენარეების გასამრავლებელი მასალის და ხეხილის ნერგების მწარმოებელი სანერგე მეურნეობის მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოთხოვნები ვრცელდება იმ სანერგე მეურნეობაზე, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით გათვალისწინებული ხეხილოვანი კულტურების გვარის ან სახეობის მცენარესთან, ასევე, საძირე მასალაზე და მცენარის გვარის ან სახეობის სხვა ნაწილზე, რომლებიც არ შედის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხაში, ასევე, მათ ჰიბრიდებზე, იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით გათვალისწინებული გვარის ან სახეობის მასალის დამყნობა უნდა მოხდეს ამ მასალაზე. დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის წარმომადგენელი უფლებამოსილია შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინოს ქვეყნის შიგნით გადაადგილება იმ ნერგებისა და გასამრავლებელი მასალის, რომლებსაც სჭირდებათ ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ან მცენარის პასპორტი, ხოლო ბაზარზე განსათავსებლად, მის მიერ წარმოებული ხეხილის ნერგი, სულ მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტული მასალის Conformitas Agraria Communitatis (CAC) მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში რეგისტრირებული სანერგე მეურნეობა არის უფლებამოსილი, მოახდინოს საკუთარი CAC სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე განთავსება. კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში შესვლის სურვილის მქონე სანერგემ განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და წარუდგინოს გასაზღვრული სავალდებულო დოკუმენტები. საქართველოს მთვარობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია უზრუნველყოს ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, განახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას; დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მეურნეობას გაეგზავნება შეტყობინება შეუსაბამობის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ სანერგე არ მოახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან ამოიღებს. სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)