08:51 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 14:27:46, 910 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე  მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ, ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics