15:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 23:12:18, 820 ნახვა

საზოგადოება
2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი დააკვირდება

14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 20-მდე წარმომადგენელი, რომელიც 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს დააკვირდება უკვე  საქართველოშია და ისინი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ სიახლეებზე რომლებიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელდება; მათ ასევე იმსჯელეს  სამომავლო გეგმებზე. გიორგი კალანდარიშვილმა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცალსახად არსებითია სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს წარმატებული პრაქტიკა და მიგნებები გაუზიარონ.

„გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად საზღვარგარეთის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეძლეს ჩამოსვლა და ისინი 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდებიან. „ ნათქვამია „ცესკოს“ გნცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics