16:31 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 17:06:43, 463 ნახვა

საზოგადოება
თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება

თერჯოლასა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა იწყება. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მხარის გუბერნატორთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მშენებლობის ადგილები მოინახულა და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

იმერეთში, იუსტიციის ახალ სახლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450- ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი.  მათში ქორწინების სახლებიც განთავსდება. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თერჯოლისა და ზესტაფონის იუსტიციის სახლებში ჯამში სსიპ იუსტიციის სახლის 40- მდე თანამშრომელი დასაქმდება. მათთან ერთად განთავსდებიან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სსიპ-ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობდნენ. ზესტაფონსა და თერჯოლაში იუსტიციის სახლების მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics