|
2021-09-28 21:04:40, 379 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.- ინფორმაციაას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დედაქალაქში გენდერული თანასწორობის პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზეციმსჯელეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების" საკრებულოს გუნდი ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე. „ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შრომის თანასწორი ანაზღაურების პოლიტიკისა და მიზნობრივი დასაქმების პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რაც ჩვენი მოქალაქეების გაძლიერებას და, საბოლოოდ, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან თემატურ შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გამართავს, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა და ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით უკანასკნელ წლებში მოქალაქეების მხარდასაჭერად ხორციელდება."-ნათქვამია განცხადებაში.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)