|
2021-09-28 17:31:02, 491 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა
ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა იყო ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის გიორგი სიორიძის და სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს გაიმართა. შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მზადების პროცესზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კაბინების განახლების საკითხზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ მათი დიზაინი შეიცვალა, ამომრჩევლის ხმის ფარულობა კვლავ დაცულია. მისივე განცხადებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე კენჭისყრის დღეს თითოეული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად იყოს დაცული, ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „საარჩევნო ადმინისტრაცია ამუშავებს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის ერთიანი სიების ფორმირებას, შესაბამისად ჩვენთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა და ამ მხრივ შესაბამისი გარანტიების შეთავაზება, რა მიმართულებითაც ჩვენ არაერთ საქმიანობას ვახორციელებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ჩართულობა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციებს გათვალისწინება იმისთვის, რომ ეს დაცულობის ხარისხი კიდევ უფრო მეტად იყოს გაზრდილი.“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, მისი უწყება აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან როგორც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ისე სამართლებრივ ნაწილშიც. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლობა არის არსებითად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში და კენჭისყრის დღეს, ვინაიდან ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი. არჩევნების დღეს გვეყოლება გამოყოფილი ერთი პირი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი როგორც ამომრჩეველთან, ისე საარჩევნო ადმინისტრაციასთან,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სახელმწიფო ინსპექტორის იურიდიული სამსახურის უფროსი ლანა ღუნაშვილი ესწრებოდნენ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)