|
2021-09-28 13:38:29, 561 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა საბაგირო გზის მშენებლობის ხელშეკრულებას და სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო. „დედაქალაქის მოსახლეობას მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. დაახლოებით, 50 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. პროექტი წინა წლებში უნდა დაგვეწყო, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მოგვიწია, დროებით გადადება და მიხარია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ. საბაგიროს მოწყობა 2022 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულებული იქნება და უკვე მგზავრებს მოემსახურება. დაახლოებით, 1200 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება ამ საბაგიროს საათში. ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ სულ რაღაც 4 წუთში იქნება შესაძლებელი რუსთაველიდან მთაწმინდაზე ასვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)