|
2021-09-27 14:15:08, 602 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - საქართველოს წარმატება კანონის უზენაესობის კომპონენტში მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია
იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს" გამოეხმაურა. რატი ბრეგაძემ კანონის უზენაესობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-4 ადგილს იკავებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ეს წარმატება მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც 2017 წელს გატარდა, საჯარო სამსახურის რეფორმის, სასამართლოს რეფორმის, და, „რაც მთავარია, ხელისუფლების განწყობისა თავად კანონის პატივისცემისადმი". იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქმიანობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. „უკვე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს წარვუდგენთ არაერთ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციას და საქართველოს კანონმდებლობიდან საბჭოთა მემკვიდრეობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, ყველა ეს რეფორმა მომდევნო წელს კიდევ უფრო შორს წაგვწევს რეიტინგში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით" ყოველწლიურად 214 ქვეყანა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის 189 წევრი სახელმწიფო ისეთი პარამეტრების მიხედვით ფასდება. კვლევის თანახმად, საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს „კორუფციის კონტროლის", „ხელისუფლების ეფექტურობის", „კანონის უზენაესობის" და „რეგულაციების ხარისხის" კომპონენტებში.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)