22:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 23:13:28, 1886 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე შეკითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და გახარიას შორის - „ჩემზე უფრო გამხდარია“ - ვიდეო

„ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შეკითხვით მიმართა.

ანა ბიბილაშვილმა დედალაქის მოქმედ მერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიმართა შეკითხვით, თუ რა განსხვავებაა მათ შორის.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს არასერიოზული შეკითხვაა, რაზეც პასუხის გაცემას არ აპირებდა და აღნიშნა, რომ გახარია მასზე „უფრო გამხდარია“. 

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, მან აღნიშნა, რომ „ლელოს“ მერობის კანდიდატსა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს შორის მსგავსებაა, რომ ორივე გიორგი გახარიას მოღალატეს ეძახიან.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics