07:03 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 12:00:58, 386 ნახვა

საზოგადოება
რაჭის რეგიონში რთელი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება

ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება. ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ხვანჭკარის" ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო.

რაჭის რეგიონის შესასვლელებში  მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები. შემოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.

ამავე მიზნით, რთველის დაწყებისთანავე, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს გაუწევენ ჩასაბარებელი ყურძენს, რათა არ მოხდეს სხვა ჯიშების „ხვანჭკარის" სანედლეულო ჯიშებში - მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა. რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.

ყურძნის მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება  ქართული ღვინის, რაჭის შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, ღვინის „ხვანჭკარა" ხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics