07:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 10:48:18, 610 ნახვა

სამართალი
მართლწესრიგის ოფიცრებმა ისანი-სამგორის რაიონში მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის 95 ოფიცერი ისანი-სამგორის რაიონში მუშაობას შეუდგა.

მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე, თბილისის მასშტაბით, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობდნენ. ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით სულ 275 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს.

მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან - თეიმურაზ კუპატაძესთან და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსთან - გურამ ნაცვლიშვილთან ერთად მიულოცა.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც მოქმედი თანამშრომლებიდან, ასევე, საკონკურსო წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics