|
2021-09-15 21:36:14, 550 ნახვა
პოლიტიკა
ვასილ გველესიანი- მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და თანამედროვე იქნება
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ქალაქის ტერიტორიაზე შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ობიექტებში დასაქმებულებს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ვასილ გველესიანმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საკუთარი ხედვები და სამოქმედო გეგმა, რომელთა განხორციელებაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გაძლიერებას და განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. „აღმაშენებლის გამზირზე თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივებს და აქ მდებარე სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს შევხვდით. ამ გამზირზე, ბოლო წელიწადნახევარია, ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრებზე შევთანხმდით ძირითად გამოწვევებზე. უახლოეს მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება გამოწვევების აღმოსაფხვრელად. საჭიროებები და პრობლემები დიდია და მის მოსაგვარებლად მაქსიმალურად მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება. მჯერა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მწვანე, ლამაზი და თანამედროვე იქნება“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)