|
2021-09-15 13:15:21, 766 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის ჩანაწერებზე - გამოძიება განიხილავს ვერსიას, ხომ არ იყო ჩართული გახარია, ან ხოჯევანიშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომელიც ყველა ვერსიას დაამუშავებს. მისივე თქმით, განიხილება ვერსია, ხო არ იყო ჩართული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. „პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის, იმ ვერიას, ხომ არ შეიძლება, თეორიულად, ხომ არის გამორიცხული ან შესაძლებელი რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს. არ მსურს წინასწარი დასკვნები გავაკეთო, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, თუ კიდევ სხვა მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პრემიერმა. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ფაილები დესტრუქციულმა ოპოზიციამ გაავრცელა და გამოიკვეთნენ „სხვა მოღალატეებიც“. „რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის მიერ და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეებიც“, - დასძინა ღარიბაშვილმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)