07:37 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 11:02:05, 575 ნახვა

სამართალი
წერეთლის გამზირზე 3 არასრულწლოვნის დაჭრის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს

შსს-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული ლ.მ. არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics