|
2021-09-13 18:28:31, 479 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმაურება
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული სუსტი საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით სიცრუე და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა. თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენე, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეახსენა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისია. რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს და მომზადების მაღალ დონეს კი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)