14:09 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 15:53:22, 667 ნახვა

საზოგადოება
გია ვოლსკი - თუ ვინმე აკეთებდა მღვდლების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების ჩანაწერებს, ეს იყო „ნაცმოძრაობა“

თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების, ეს იყო "ნაცმოძრაობა". - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" დროს ჩაწერილი ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები არსებობს და არსად გამქრალა.

"თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, პირადი ცხოვრების, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის, ჟურნალისტების, ეს იყო "ნაცმოძრაობა. ეს ფაილები არსებობს, არსად გამქრალა და ერთადერთი რაც მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული, არ უნდა განადგურებულიყო კასრებში მოთავსებული ათასობით მტკიცებულება არაადამიანური ქმედებების და ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, მათ შორის ის, რომლითაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ, ეს ფაილები არსებობს, ეს ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია დღეს, რომლებიც აშანტაჟებდნენ და განაგრძობენ ამ ფაილებით მანიპულირებას",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ ღამე, სოციალურ ქსელში გავრცელდა საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics