14:09 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 15:07:37, 635 ნახვა

საზოგადოება
ნინო ლომჯარია - მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გროვდება

სახალხო დამცველი სუს-ის მიერ სასულიერო პირების ფარული მოსმენა-თვალთვალის
შესაძლო გაჟონვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მაღალია ალბათობა, მართლაც ხდებოდეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

ლომჯარიას თქმით, სუს-ზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს.

„ის ფაქტი, რომ სუს-ს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ესაა ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული დღევანდელი მოსმენების მექანიზმი. მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, გუშინ ღამე, სოციალურ ქსელში გავრცელდა საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics