15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 12:10:23, 450 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის მუნიციპალიტეტს იმუნიზაციის ორი ახალი პუნქტი შეემატა

დაბა კაზრეთის პოლიკლინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაში იმუნიზაციის  პუნქტები გაიხსნა. ამცრელ პუნქტებში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღებაა შესაძლებელი.

ორივე ამცრელი პუნქტი იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არის აღჭურვილი. დაბა კაზრეთში ვაქცინაცია კვირაში ხუთი დღე, სოფელ ქვეშში კი ორი დღე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, ასევე ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადებმაც დაიწყეს მუშაობა. სამი ბრიგადა, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი. მომავალი კვირიდან ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი ამცრელი პუნქტის გახსნა იგეგმება.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics