15:21 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 20:47:25, 652 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ სპორტულ კომპლექსში გახსნილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა.
 

მთავრობის მეთაური მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესით დაინტერესდა.-ინფრომაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს
 მათი ცნობით, პრემიერს იმუნიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მცხეთის სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ჭელიძემ გააცნო.

"მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი ერთი თვეა ფუნქციონირებს და ამ დროისთვის ცენტრის მიერ 5000 ადამიანია აცრილი.

ცენტრში ვაქცინაციის მსურველებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეუძლიათ. ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციას უზრუნველყოფს. ფუნქციონირებს შოკის დარბაზი. ასევე, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლიდ მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics