17:40 - 14 Jul, 2026
|
2021-09-08 18:12:58, 625 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მონაკვეთზე 8-9 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე წინა დღეებში მოსული ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს. აღნიშნული მილის გაწმენდის ღონისძიებების გამო, ამ მონაკვეთზე 2021 წლის 8 სექტემბრის 18:00 სთ-დან 9 სექტემბრის 08:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.-ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.“-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)