|
2021-09-08 17:06:02, 667 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი ალექს მუნი-ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას
ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა ალექს მუნმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით,გუშინ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე, მათ განიხილეს ფინანსური თანამშრომლობის საკითხი , იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყანაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას. „ჩვენ აქ ჩამოვედით ჩვენს ქართველ მეგობრებთან შესახვედრად. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში და მოუთმენლად ველი კიდევ ჩამოსვლას. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მოხარული ვარ, რომ დღეს აშშ-ის კონგრესის შესაბამისმა კომიტეტმა მიიღო ოსტინ სკოტის შესწორება, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს, ისევე როგორც „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და გამოვხატავთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ გუშინ შეხვედრა გვქონდა ელჩთან, მოკლედ განვიხილეთ ფინანსური თანამშრომლობის საკითხი და აქ ოფისის ქონის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყანაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ვიცით, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიების 20 % რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)