|
2021-09-08 16:05:14, 622 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია-საგადასახადო წნეხი, კორუფცია და გაუმართავი მართლმსაჯულება არის მიზეზი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები აღარ დებენ ფულს საქართველოში
„მთავრობა ზრდის გადასახადებსა და რეგულაციებს, კორუფცია დააბრუნა, როგორც თამაშის წესი და არ არსებობს სასამართლოში უცხოელი ინვესტორებისთვის მინიმალური დაცულობის გარანტიებიც კი,“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია უცხოური ინვესტიციების კლებას საქართველოში „საერთო სურათი გვაქვს წლებია, რომელიც ბოლო წლებია კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოში, რადგან მთავრობა ზრდის გადასახადებსა და რეგულაციებს, კორუფცია დააბრუნა, როგორც თამაშის წესი და არ არსებობს სასამართლოში უცხოელი ინვესტორებისთვის მინიმალური გარანტიებიც კი დაცულობის, კლასიკური კორუმპირებული, ავტორიტარული სისტემა აქვთ შემუშავებული და ეს არის ფაქტორი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომ საქართველოში ინვესტორები ფულის ჩადებას ერიდებიან, ამის შედეგია გაუფასურებული ლარის კურსი, ინფლაცია და ასეთ დროს მთავრობა უტიფრად გვეუბნება, რომ გადასახადებს არ დაწევს მათ შორის საწვავზე, არ შევამცირებ საგადასახადო წნეხს, ესეც სიგნალია ინვესტორებისთვის, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და საბოლოო ჯამში ურტყამს საშუალო კლასს და გაჭირვებულებს.“ - განაცხადა ბოკერიამ
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)