|
2021-09-08 16:01:25, 541 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური იუსტიციის სახლი" პირველმა 91 წლის მერიემ დავითაძემ ისარგებლა
პირველი ვინც, იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტით „მობილური იუსტიციის სახლი" ისარგებლა სოფელ ჭახათის მცხოვრები 91 წლის მერიემ დავითაძე იყო. დავითაძეების ოჯახის უხუცეს წევრს, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ამ დრომდე არ ჰქონდა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ID ბარათი პირადად გადასცა.-ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსასმახური ავრცელებს. მათი თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი" დღეს საპილოტე რეჟიმში აჭარიდან დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აჭარის მაღალმთიან სოფელ ჭახათში ადგილობრივებს „მობილური იუსტიციის სახლით" თავად მიაკითხა და სოფლის მცხოვრებლებს საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. "აჭარის შემდეგ „ მობილური იუსტიციის სახლი" დღეს გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის იმ სოფლებშიც ჩავიდა, რომლებიც ცეტრიდან დაშორებით მდებარეობს. საპილოტე რეჟიმში, პირველ ეტაპზე 5 ,, მობილური იუსტიციის სახლი" 6 რეგიონში კვირაში ერთხელ ივლის. საბოლოოდ კი , პროექტი საქართველოს ყველა იმ სოფელს დაფარავს, სადაც სახელმწიფო სერვისები მიუწვდომელია."-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)