|
2021-09-04 17:34:51, 508 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს
სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ აქედან, რომ სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, ჯერ გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მარტივი საქმე იყო, თავად მამუკა ხაზარაძე ან მისი თანამშრომელი შესულიყვნენ სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე და გადაემოწმებინათ, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში. „კაცი, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოსულიყო ხელისუფლებაში და რომელმაც 3% აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ატყუებდეს. მან თქვა, რომ მე მოვიტყუე და საქართველოში თურმე არის 7 ათასი კილომეტრი გზა და მე ვამბობ, რომ 10 ათასი კილომეტრი გავარემონტეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ჯამში არის 21 101 კილომეტრი გზა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბოლო 8 წელიწადში 10 ატას კილომეტრზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღდგენა. 150 კილომეტრ მაგისტრალური გზა დავაგეთ ჩვენ. ყველა ამ მონაცემზე მე პასუხს ვაგებ და ნებისმიერი ფაქტი და ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ. ვურჩევდი ბატონ ხაზარაძეს, მომავალში გადაამოწმოს ინფორმაცია, გამოითხოვოს და ასე გაავრცელოს ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)