|
2021-09-03 12:44:56, 928 ნახვა
რეგიონი
ყვარლის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება
ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში: შილდაში, ენისელში, საბუეში, გრემში, ქალაქ ყვარელში, კუჭატანში, გავაზში, ჭიკაანში, ახალსოფელში, მთისძირსა და ბალღოჯიანში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, მუნიციპალურ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას სააგენტო უფასოდ განახორციელებს. მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ფინანსური ბარიერის გარეშე დაირეგისტრირებენ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ თორთლაძე და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ექიზაშვილი ამზომველების საქმიანობასა და საველე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდნენ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემურ რეგისტრაციას იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N681 ბრძანებით საგარეჯოს, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)