|
2021-09-02 11:51:04, 614 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი EU-ს დახმარებაზე - ცოტა გაგვიკვირდა მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება
აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, გაკვირვებულები იყვნენ მთავრობის განცხადებით, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს დახმარება არ სჭირდება. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს. "ცოტა გაკვირვებულები ვიყავით საქართველოს მთავრობის განცხადებაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის, სიღარიბის დონისა და რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავლენის მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვაშინგტონიც მიაქცევს ამას ყურადღებას. ჩემი აღქმაა, რომ ეს დახმარება იყო მიბმული მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებზე და ცხადი იყო წინა წელს, როცა პაკეტი განიხილეს საქართველომ და ევროკავშირმა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ეს მნიშვნელოვანი რეფორმებია, რომელიც უნდა განხორციელდეს და იმედს ვიტოვებთ, რომ გაგრძელდება მუშაობა. რა თქმა უნდა, რთული რეფორმებია და რამდენიმე რთული რეფორმა უკვე განხორცილდა კიდეც, რაც იმედის მომცემია. აშშ-ს კონგრესი აკვირდება რაც ხდება აქ და ჩვენ კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორი დახმარება სჭირდებათ და უნდათ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყურადღებას მიაქცევენ მთავრობის განცხადებას, რომ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ", - განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)