|
2021-09-01 18:23:52, 477 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ადეიშვილს, გომელაური - მერაბიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილი - ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს
რამდენიმე გამომსვლელმა თქვა შედარებაზე და რატომაც არა, უნდა შევადაროთ; უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, უნდა შევადაროთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს. უნდა შევადაროთ გრიგოლ ლილუაშვილი ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს და კორუმპირებულებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და მათ მეორედ ამის გაკეთების უფლება აღარ მიეცემათ. „უნდა შევადაროთ მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი ნიკა გვარამიას, ბატონებო, ნიკა გვარამიას, რომელიც არის გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტი ქვეყანაში და რომელიც იყო განათლების მინისტრი. ამაზე მეტი თვალსაჩინო მაგალითები მოსახლეობისთვის, ვფიქრობ არ გვაქვს და ყველაფერი ნათელია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა, რომელთა გვარებიც ჩამოვთვალე, სააკაშვილის მეთაურობით ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ტერიტორიები დაგვაკარგინეს. ჩვენ მათ მეორედ ამის გაკეთების უფლებას აღარ მივცემთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)