12:35 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 14:23:25, 466 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი- საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში, მაგრამ „ქართული ოცნება“ გვაშორებს მას

ამგვარი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ: რუსეთში, ბელარუსში ან ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, როდესაც ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ხდებოდა დისტანცირება ევროკავშირისაგან.- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა

„ძალიან სამწუხაროა, რაც გვესმის ვიტყოდი, რომ არამხოლოდ არაპოლიტიკური არამედ არაადეკვატური განცხადებები იმ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, რომელიც აქვთ საქართველოს მეგობრებს ამ შემთხვევაში ევროკავშირს, ამგვარი დამოკიდებულება დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ: რუსეთში, ბელარუსში ან ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, როდესაც ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ხდებოდა დისტანცირება ევროკავშირისაგან. იმის მაგივრად, რომ ეს ჟესტი იყოს ადეკვატურად გაგებული და საზოგადოებისთვის ახსნილი, ის ნაბიჯები, რასაც დგამს საქართველოს ხელისუფლება არ არის თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, საქართველოს ევროკავშირი სჭირდება ძალიან ბევრ ასპექტში მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქს პანდემიური მდგომარეობა ასეთი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.“ - განაცხადა წერეთელმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics