|
2021-09-01 11:58:23, 808 ნახვა
რეგიონი
კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 43 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 43 ფაქტი გამოავლინეს. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 შემთხვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 9 ფაქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სამართალდარღვევის 6 შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში - 4 – 4 ფაქტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 3 და სამართალდარღვევის თითო-თითო ფაქტია გამოვლენილი ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეების მიერ უკანონოდ მოპოვებულია, ჯამურად, დაახლოებით 41 კუბური მეტრი ხე-ტყე. გამოვლენილ ფაქტებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 648 ფაქტი გამოავლინეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)