|
2021-08-30 16:40:18, 750 ნახვა
პოლიტიკა
“ქართული ოცნების“ მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი ხალხთან ურთიერთობის მთავარ თვისებად გულწრფელობას მიიჩნევს
„ქართული ოცნების“ მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.- ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, ყოფილი სამრთალდამცავი პოლიტიკაში მოღვაწეობას იგივე პრინციპებით გეგმავს - პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, პატიოსნება და გუნდურობა. დიმიტრი ზურაბიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ თვისებად გულწრფელობას და უბრალოებას მიიჩნევს. კანდიდატის პროფესიული გზა მთლიანად მცხეთას უკავშირდება. მცხეთაში დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა და მერად არჩევის შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტზე ზრუნვას ასევე დიდი პასუხისმგებლობით აპირებს. „ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი და ყოველთვის მჯეროდა, თუ მიზანი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ. მე ჩემით განვვლე კარიერის გზა რიგითი თანამშრომლობიდან მაღალ საფეხურამდე. ვიცი სწავლისა და შრომის ფასი და ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო ყველა მიზანდასახულ ადამიანს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს.
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)