|
2021-08-30 11:55:47, 499 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერობისა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა. მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებისგან რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია, მისი განვითარების შესახებ ხედვები და მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრის მონაწილეებს კანდიდატებმა ასევე, სამომავლო გეგმები გააცნეს. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ პატივისცემასა და სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. პირობას გაძლევთ, ამ ყველაფერს დავაბრუნებთ კარგი პროექტებითა და გაკეთებული საქმეებით, რითაც თითოეული თბილისელი, აქ ჩამოსული ადამიანი და თუნდაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქე იამაყებს. მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, უფრო მეტი პროექტის დაწყების შესაძლებლობის მომცემი, რასაც თქვენ თვითონაც დაინახავთ", - განაცხადა კახა კალაძემ. მოსახლეობასთან შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო. დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგო ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი და მოეწყო ბალახის საფარი. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოების ღირებულება 510 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობამ განახორციელა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)