06:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 21:14:10, 659 ნახვა

საზოგადოება
კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.-ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

მათი თქმით,  ამჯერად შეხვედრა სასტუმრო "ლე-მერიდიენის" თანამშრომლებთან აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტაენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ გამართეს. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების უფროსი, ნანა ჯინჭარაძე.

"შეხვედრაზე განთავსების სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიეწოდათ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესის, ვაქცინების წარმომავლობის, ვაქცინაციის უპირტესობისა და მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებს ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროცესისი გაჭიანურების დრო არ არის, აცრა ყველამ უმკლეს დროში უნდა ჩაიტაროს, რათა მოხდეს ვირუსის დროულად დამარცხება.

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი 24 დაწესებულებაში მიმდინარეობს. მათ შორისაა 21 სამედიცინო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი (მეტროსითი, ბათუმი მოლი) და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო აჭარის სოფლებში.

ამჟამად აჭარაში ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა."-ნათქვამია განცხადებაში 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics