|
2021-08-26 14:49:45, 674 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს , ეს უპრეცედენტო რიცხვია
„ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენაზე ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს და ჩვენი ვარაუდით 1 200 000 000 დოლარი იქნება. ეს უპრეცედენტო რიცხვია, ამდენი გვქონდა იმპორტი და ქვეყანა იყო დამოკიდებული უცხოეთში წარმოებულ სასურსათო პროდუქტზე. გვაქვს ძალიან მკაფიო, პირპდაპირი ამოცანა, რომ ჩვენს მიერ ექსპორტზე გატანილი აგროსასურსათო პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს იმპორტირებულ პროდუქციას და ნაწარმს. პრემიერ-მინისტრმა ყველა მიმართულებით დაგვავალა და ჩვენ მოვამზადეთ 10 წლიანი განვითარების გეგმები, სადაც თითეული სექტორის განვითარების პოტენციალია მოცემული. ასევე, მოცემულია თითეული მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების შესაძლებლობები. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის აგროსასურსათო სექტორის ექსპორტი, დაახლოებით, 3 მლრ დოლარი გავხადოთ, ანუ გავასამმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება თვითმკმარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი მონდომებით და ერთად მუშაოებით. „მინდა, თქვენ იაქტიუროთ და მხარი დაგვიჭიროთ, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება, მათ შორის ამ კუთხისთვის. ამ კუთხისთვის სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარება გულისხმობს შემდეგს: თქვენი ინიციატივების მხარდაჭერას, თანადაფინანსებას, პირდაპირ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ყველა მიმართულებაში; მხარდაჭერას როგორც მრავალწლიანი კულტურების გაშენებაში, ისე სხვა ტიპის მეურნეობის, შემნახველი თუ გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაში, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს აკლია. ჩვენ გვინდა, რომ ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც ამ მხარეს ისტორიულად ქონდა სრულად გამოვიყენოთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)