|
2021-08-26 11:14:42, 431 ნახვა
საზოგადოება
ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის კოვიდ პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ონლაინ კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის კოვიდ პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონფერენცია გაიმართა. სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და ეფექტურ აღდგენას. ონლაინ შეხვედრაზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების შეკითხვებს გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი ნათია სხვიტარიძე პასუხობდა. „დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი და ეფექტური აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით, რომ სფეროს წარმომადგენლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნულ საკითხში ჩვენი პარტნიორია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლის დახმარებითაც ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების ციკლს კერძო სექტორთან."-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)