07:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 10:16:09, 431 ნახვა

საზოგადოება
რევაზ სოხაძე ვარკეთილი 3- ის მაცხოვრებლებს შეხვდა

სამგორის რაიონში  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით  დაფინანსება გაიზრდება

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი რევაზ სოხაძე, ამჯერადაც ვარკეთილი 3- ის სხვადასხვა უბანის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც  ვარკეთილი  3-ის ტერიტორიაზე  განხორციელდა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო.

 აღსანიშნავია, რომ  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში,   ჯამში 27 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მოეწყო ველობილიკები, მოწესრიგდა კანალიზაციის და წყალსადენის სისტემა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ათულობით კორპუსის სახურავი გადაიხურა.

თუმცა გამოწვევები ისევ რჩება, რისთვისაც საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით გაიზარდოს დაფინანსება, რაც არსებული პრობლემების მოგვარების ტემპებს გაზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილი 3  სკვერებისა და რეკრიაციული ზონების რაოდენობით სამგორში ერთერთი გამორჩეული უბანია, მოსახლეობის  მოთხოვნა ამ მიმართულებით გაზრდილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგის სკვერის და მიმდებარე 900 მ-იანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია.

შეხვედრებს  საქართველოს პარლამენტში  სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი,  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics