|
2021-08-25 15:04:41, 1100 ნახვა
რეგიონი
ხვალიდან აჭარის სოფლებში ვაქცინაცია იწყება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში არსებულ ეპივითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იკვეთება სტაბილიზაციის ტენდენცია. მისივე თქმით, ხვალიდან აჭარის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი იწყება. "რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ სტაბილიზაციის ტენდეცნცია იკვეთება. გასული 24 საათის განმავლობაში 599 ახალი შემთხვევა გვქონდა, თუ შევადარებთ ამ მონაცემს გასული კვირის ამავე დღის მონაცემს 278-ით ნაკლებია, რაც სახარბიელოა. გარდა ამისა, 7 700-მდე ტესტი ჩატარდა და აქედან დადებითობის მაჩვენებელი იყო 8 %-მდე, ესეც კეთილსაიმედოა, თუმცა უფრო სტაბილური პროგნოზის გასაკეთებლად მიმდინარე კვირა ასევე რჩება საყურადღებოდ. რაც შეეხება სამედიცინო სექტორის მზაობას, იცით რომ ყველა სამედიცინო ჰოსპიტალი ჩართულია კოვიდის მართვაში. მაღალმთიანი აჭარიდან დაწყებული, ბათუმის ყველა კლინიკა გარდა ერთისა, ჰიბრიდულ მართვაში იღებს მონაწილეობას. სულ 1070-მდე საწოლია მობილიზებული, არცერთი პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალური სერვისის მიღების საჭიროება აქვს, ამ სერვისი მიღმა არ რჩება. ზოგადად ვაქცინაციის დონე არის ყოველდღიურად მზარდი ინტენსივობით გამოხატული. უკვე 125 000 მეტი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. 25 %-ზე მეტია პირველი დოზით აცრილი, ხოლო 10 %-ზე მეტი მეორე დოზით. ჩვენ იმუნიზაციის მასშტაბებს კიდევ უფრო ვზრდით და ხვალიდან ვიწყებთ გასვლითი ბრიგადებით ვიზიტების დაორგანიზებას თითეულ მუნიციპალიტეტში ხულოდან - ქობულეთის ჩათვლით თვითმმართველობების აქტიური მხარდაჭერითა და ორგანიზებით. გამსვლელი ბრიგადა მივა ყველგან - სოფლებში, მთებში და შესაბამისად, წინასწარი გრაფიკისა და მოსახლეობის გაფრთხილების შემდეგ, მოხდება ადგილობრივების ვაქცინაცია", -განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)