|
2021-08-25 12:52:46, 967 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი სოფელ ახალშენის მოსახლეობას შეხვდა
ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი სოფელ ახალშენის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დიასამიძემ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო. "დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობას შევხვდი. ინდივიდუალური შეხვედრების დროს მოსახლეობა უფრო პირდაპირი და გულწრფელია, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი სამომავლო გეგმები მათი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით დავგეგმო. მათი ნდობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი ინტერესით ეცნობიან ჩემი გუნდის სამომავლო გეგმებს, რომელიც თითოეული მოქალაქის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ღირსეული ცხოვრების შექმნას ემსახურება. გამოცხადებულ ნდობასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მერობას მომავალი ოთხი წლის მანძილზე მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მათთან ერთად ვიბრძოლებ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. მადლობა თითოეულ მათგანს ნდობისთვის. მჯერა ჩემი ხალხი 2 ოქტომბერს მხარს დაუჭერს ქვეყნის აღმშენებლობას."- განაცხადა ზაზა დიასამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)