09:03 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-21 19:42:16, 580 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ ვერის უბნის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

„მოსახლეობის ყოველდღიური და ყოფითი გამოწვევების დაძლევა და მათთვის კომფორტული საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე, კახა კალაძის მთელი გუნდისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", – აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. - ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, ვერის ბაღში ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გაესაუბრა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს გაეცნო. 

"მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ვერის უბნის მცხოვრებლებს, გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, რაიონში არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინებს ადგილობრივი მცხოვრებლების ხედვებსა და ინიციატივებს.

მოსახლეობასთან შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ."-ნათქვამია განცხადებაში 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics