|
2021-08-20 17:43:40, 1010 ნახვა
რეგიონი
სოფელ საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის"- მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, გამარჯვებულმა შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფმა“ სოფელ საქადაგიანოში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს რკინაბეტონის რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, სანიტარული ზონის, სადარაჯო ჯიხურის მოწყობას. ორივე სოფელში მოეწყობა წყალსადენის ქსელი ჰიდრავლიკური გამოცდით და გარეცხვა/დეზინფექციით. შესრულებული სამუშაოს გარანტია 1 წელია. საგარანტიო პერიოდში მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების/დაზიანებების აღმოფხვრა. პროექტის დასრულების შემდეგ ორივე სოფელის მოსახლეობას - სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ. მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აფინანსებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)