|
2021-08-20 13:32:41, 910 ნახვა
რეგიონი
ესტონელმა ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს
ესტონური ტელეკომპანია „TV 3“-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარაში იმოგზაურა. გადაცემათა ციკლის „მოგზაურობა საქართველოში“ გადაღებისას, ჟურნალისტები ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშენიშნაობებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. მათ ობიექტივში აჭარასთან ერთად თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სვანეთი მოხვდა. გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს პრესტურის ფარგლებში, ორი კვირით სტუმრობენ. გადაცემათა ციკლს „მოგზაურობა საქართველოში“ ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 10 ეპიზოდისგან შემდგარი 42 წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა. პრეს-ტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით იმართება. აჭარაში მას მხარდაჭერას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)