10:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 13:42:47, 475 ნახვა

საზოგადოება
ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცობით, პროექტის შედეგად, მოეწყო ტროტუარი  და 4 473 კვ.მ ფართობზე ასფალტის  საფარი დაიგო.

მათივე ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.  ამჯერად, ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. ახლა კი, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტი, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ “L&L” განახორციელა, რაზეც  გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics