07:51 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 21:21:22, 644 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

როგორც მედიისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს.

ზურაბ აბაშიძე ამჯერად გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელებული კულტურული, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური და ურბანული პროექტები განიხილა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, რაიონის განვითარების ხელშეწყობისთვის კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივასა და პროექტს განახორციელებს.

 „გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრისას მთაწმინდის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და აქტუალური საკითხები   განვიხილეთ. დავსახეთ პრიორიტეტები და ინიციატივები, რომლებსაც, სამომავლოდ „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად განვახორციელებთ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისგან პირადად მოვისმინოთ პოზიციები და გავაცნოთ მათ ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები რაიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად"..-განაცხადა აბაშიძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics